სვანეთში 13 წლის ბავშვს ეძებენ

სვანეთში მაშველები 13 წლის ბავშვს ეძებენ, რომელიც მეორე დღეა სახლში არ დაბრუნებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბავშვი სოფელ ლენჯერში დაიკარგა.

“სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 20 მეხანძრე-მაშველი და დრონები”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.