ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

წუხელ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი არხის ცნობით, ახალგაზრდა ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

უცნობია, არის თუ არა დაკავებული ვინმე საქმეზე. შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.