ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე განათლების მინისტრი დანიშნა

16 ივლისის განკარგულებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დღესვე, საგარეო საქმეთა მინისტრად ალიევმა ჯეიჰუნ ბაირამოვი დანიშნა. ბაირამოვი დღემდე აზერბაიჯანის განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა.