დისტანციური სასამართლო – რა ხარვეზები გამოავლინა ომბუდსმენმა პრაქტიკაში

სახალხო დამცველმა 21 რაიონულ და საქალაქო სასამართლოში დისტანციური წესით გამართული 279 სხდომის მონიტორინგის შედეგად დაადგინა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი, მათ შორის, სხდომების დაგვიანებით დაწეყება, ბრალდებულსა და მის ადვოკატს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის და მოწმეთა დაკითხვის დროს, გარკვეულ შემთხვევებში, მოწმეთა სანდოობაზე დაკვრივების შესაძელბლობების არარსებობა. ამის შესახებ ანგარიში სახალხო დამცველმა დღეს გამოაქვეყნა.

ანგარიშში განმარტებულია, რომ სასამართლო სხდომების მონიტორინგი სამ ეტაპად განხორციელდა და ამ პროცესში ჩართული იყო სახალხო დამცველის 5 რწმუნებული. ისინი შემთხვევეთი შერჩევის პრინციპით დისტანციურად ესწრებოდნენ სასამართლო სხდომებს და თითოეულ სასამართლოზე მონიტორინგს მინიმუმ ორი რწმუნებული ახორციელებდა.

ომბუდსმენის ცნობით, აღნიშნული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ხარვეზები:

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცალკეულმა მოსამართლეებმა პირდაპირი წინააღმდეგობა გამოხატეს სხდომაზე სახალხო დამცველის რწმუნებულთა დასწრებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ომბუდსმენის რწმუნებულებს დაუსაბუთებლად არ მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

“გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა, 4 და 5ივნისს გასამართ დისტანციურ სასამართლო პროცესებზე სახალხო დამცველის რწმუნებულთა დაშვებაზე ცალსახა უარი განაცხადა. მოსამართლის აპარატმა სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, მოგვიანებით კი წერილობითაც დაადასტურა, რომ იგი დისტანციური წესით გამართულ სხდომაზე მხოლოდ მხარეებსა და მოწმეს მისცემდა დასწრების უფლებას, ხოლო ნებისმიერი სხვა პირი ფიზიკურად უნდა მისულიყო სასამართლო დარბაზში. ანალოგიური მიზეზით, 17 ივნისს სხდომაზე დასწრების უფლება რწმუნებულებს არ მისცა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუამ”, – განმარტებულია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ეს პოზიცია უგულებელყოფს საპროცესო კოდექსში განხოციელებულ ცვლილებებს.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის პროცესში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულებს მოსთხოვეს სხდომის დატოვება მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული ხარვეზი სხდომაზე ჩართულ სხვა პირებთან ფიქსირდებოდა. ამის მიზეზად კი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, მადონა მაისურაძემ და მამუკა ქეთინო ლუაშვილმა და თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა სუსტი ინტერნეტ კავშირი დაასახელეს.

ასევე, მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ სასამართლო და პენიტენციური სისტემა ტექნიკური ხასიათის გამოწვევებისთვის მზად არ აღმოჩნდა, რაც გამოიხატა დაგვიანებულ სასამართლო პროცესებში და რიგ შემთხვევებში მათ გადადებაშიც.

“ტექნიკური პრობლემები, როგორც წესი, სხდომის მიმდინარეობის ვიზუალურ და აუდიოპრობლემებს უკავშირდებოდა და მისი მთელი მიმდინარეობის დროს იჩენდა თავს. თუმცა დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სასამართლოს ან მოწმეს გაეთიშა ელექტროენერგია, ან ადვოკატების ხმა არ ისმოდა იმის გამო, რომ ისინი არასაოფისე სივრციდან ერთვებოდნენ.

განსაკუთრებით პრობლემურად უნდა შეფასდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც პროცესის მონაწილეები, მათ შორის, ადვოკატიც, კადრში არ ჩანდნენ. ერთ-ერთ მსგავს შემთხვევაში მოსამართლემ აღნიშნა კიდეც, რომ ადვოკატი და ბრალდებული არ ჩანდნენ, თუმცა ამ საკითხის გადასაჭრელად რაიმე ნაბიჯი არ გადადგმულა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა პრობლემები ბრალდებულთა უფლებების რეალიზაციის, შეჯიბრებითი პროცესის უზრუნველყოფის, თარგმნის ჯეროვანი განხორციელებისა და სხვა მიმართულებებით.

ამასთან, პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულებს, რომლებიც სხდომაში პენიტენციური დაწესებულებიდან მონაწილეობდნენ, არ ჰქონდათ ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა. ადვოკატისა და ბრალდებულის საუბარი კი პროცესის სხვა მონაწილე პირების თანდასწრებით ხდებოდა. კონფიდენციუალური კომუნიკაცია კი მხოლოდ იმ ბრალდებულებს შეეძლოთ, ვინც ფიზიკურად იმყოფებოდნენ ადვოკატთან ერთად.

ასევე დისტანციური სხდომების ფარგლებში დაირღვა ბრალდებულის პერსონალური ინფორმაციის დაცვის უფლებაც, როდესაც ერთ-ერთ სხდომაზე ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საჭირო გახდა ექიმის კონსულტაცია, რომელიც სხვა პირებსაც ესმოდათ. ამის სამართლებრივი საჭიროება კი არ არსებობდა.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია ის რეკომენდაციები, რომლებიც გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული აღჭურვილობის დახვეწვას ეძღვნება. რეკომენდაციის მიხედვით, N8 და N2 დაწესებულებები, სადაც კაცი ბრალდებულები არიან მოთავსებულნი, დამატებით უნდა აღიჭურვოს სპეციალური ოთახებით, საიდანაც პატიმრები შეძლებენ სხდომებზე დასწრებას.

ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით უნდა დაიხვეწოს ბრალდებულსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობის პრაქტიკა. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია, მოწმის დაკითხვა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო დარწმუნდება, რომ მოწმე შესაბამის ოთახში მარტო, გარეშე ზეგავლენისგან თავისუფლად იმყოფება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მოწმის გამოკითხვისას გამოიკვეთა ტექნიკური ხარვეზები, რომელიც სასამრთლოს ხელს უშლის მოწმის ვიზუალისა და მეტყველების სრულყოფილ აღქმაში. სასამართლომ ყველა ღონე უნდა იხმაროს პრობლემის აღმოსაფხვრელად.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის მინისტრს და იუსტიციის უმაღლეს საბჭორს.

საქართველოს პარლამენტს:

საქართველოს იუსტიციის მინისტრს:

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

სახალხო დამცველის ანგარიშს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პანდემიისგან შექმნილი სიტუაცია უპრეცედენტო იყო და მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სასამართლომ უმოკლეს დროში შეძლო სწრაფი მანევრირება.

“დღევანდელი მდგომარეობით, 16 900-ზე მეტი სასამართლო სხდომაა ჩატარებული დისტანციური წესით. ეს ყველაფერი შეძლო სასამართლო სისტემამ ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე. მე თავადაც არ მჯეროდა, რომ ამდენს შევძლებდით.

ბუნებრივია, ტექნიკური ხარვეზები ხმასთან და გამოსახულებასთან დაკავშირებით პერიოდულად იჩენდა თავს, თუმცა ეს სწორდებოდა. მართლმსაჯულების ხარისხზე ამას გავლენა არ მოუხდენია”, – ამბობს მიქაუტაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ შესაძლოა დისტანციურად ჩატარებული სხდომებისას მოწმეზე მომხდარიყო ზეგავლენა. საბჭოს მდივნის განმარტებით, ეს დასაბუთებული ვარაუდიც კი არ არის.

“მოწმეზე გავლენის მოხდენა არის სიხსლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება, ეს არის დანაშაული, თუ ამასთან დაკავშირებით რაიმე გონივრული საფუძველი აქვს ვინმეს, იქნება სახალხო დამცველი თუ სხვა პირი, აუცილებლად უნდა განაცხადოს. სხვა შემთხვევაში ეს არის ეჭვები და ამის ხარვეზად წარმოჩენა, ვფიქრობ, არასწორია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცდებით შეძლებისდაგვარად დავაზღვიოთ ასეთი მოსაზრებებიც”,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან საუბრისას.