ახალი ამბები

მერია კლუბებსა და რესტორნებს სივრცეების დროებით უფასოდ გადაცემას სთავაზობს

15 ივლისი, 2020 • 721
მერია კლუბებსა და რესტორნებს სივრცეების დროებით უფასოდ გადაცემას სთავაზობს

თბილისის მერი, კახა კალაძის განცხადებით, მერია კლუბებსა და რესტორნებს ღონისძიების ჩასატარებლად მერიის ბალანსზე არსებულ სივრცეებს დაუთმობს. კალაძის თქმითვე, პანდემიით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის გამო, მერია კულტურის მიმართულებით დაფინანსებას გაზრდის. წელს კვლავ გაიმართება თბილისის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“.

„არსებობს რესტორნები და კლუბები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები აქვთ. ჩვენ, მუნიციპალიტეტ,ს ქალაქის სხვადასხვა ადგილზე სხვასდასხვა ტერიტორია გაგვაჩნია. ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობა,ან უბრალოდ ფართი. მზად ვართ, დროებით სარგებლობაში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, სანამ ეს პრობლემები არსებობს, გადმოგცეთ იმისთვის, რომ ისარგებლოთ და თქვენი ბიზნესი განავითაროთ. შეიძლება ეს იყოს შენობა-ნაგებობა, შეიძლება უბრალოდ ტერიტორია, სადაც შესაძლებელია, ღია სივრცეში საკლუბო სცენის მოწყობა და თქვენი პროექტების განხორციელება“,-განაცხადა კალაძემ.

ბარები და კლუბები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი