“რუსული ბოტები გტროლავენ? დიახ, ჩვეულებრივი სამშაბათია” – კინზინგერი საქართველოდან საეჭვო ანგარიშების კრიტიკაზე

“რუსული ბოტები გტროლავენ ტვიტერზე? დიახ, ჩვეულებრივი სამშაბათია”, – დაწერა სოციალურ ქსელ ტვიტერში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა.

ამ კომენტარით ის გამოეხმაურა ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკური კვლევის ლაბორატორიის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვას, სადაც აღნიშნულია, რომ ტვიტერის ქართული ანგარიშები, რომლებიც ორგანიზაციის დაკვირვებით, ულტრამემარჯვენე და პროსამთავრობო ფეისბუკაქტორებთან ასოცირდებიან, საერთაშორისო აუდიტორიის თავდასხმის კუთხით გააქტიურდნენ.

Getting trolled by Russian bots on Twitter? Yep, just a normal Tuesday.

This is what Putin does. He targets freedom-loving people, tries to meddle in democratic elections, & sows chaos for his own personal gain. It’s pathetic, but hey, that’s the Putin regime. https://t.co/dPhRFijCWB

— Adam Kinzinger (@RepKinzinger) July 14, 2020

კინზინგერის შეფასებით, ეს არის ის, რასაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აკეთებს:

“ის [პუტინი] მიზანში იღებს თავისუფლების მოყვარულ ხალხს, ცდილობს ჩაერიოს დემოკრატიულ არჩევნებში და დათესოს ქაოსი საკუთარი გამარჯვებისთვის. ეს პათეტიკურია, თუმცა ეს არის პუტინის რეჟიმი”, – წერს კინზინგერი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

რაც შეეხება ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკური კვლევის მიმოხილვას, რომელსაც კინზინგერი გამოეხმაურა. მასში საუბარია იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც  ტვიტერზე უცხოელი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ჯგუფების კრიტიკული გამოხმაურებები გაჩნდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ პროპორციული არჩევნების დაპირების ჩაგდებისა და ოპოზიციონერების დაკავების გამო, მათ წინააღმდეგ საეჭვო ანგარიშები გააქტიურდნენ საქართველოდან. ერთ-ერთი, ვინც ასეთი ანგარიშებიდან საქართველოს ‘შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს, სწორედ კონგრესმენი ადამ კინზინგერი იყო.

თავის დროზე მსგავსი ტენდენცია ფეისბუკზეც შეინიშნებოდა, რის შესახებაც ნეტგაზეთი 2019 წლის დეკემბერში წერდა.

კამპანია კონგრესმენების წინააღმდეგ FB-ზე – „ოცნების“ კრიტიკის შემდეგ