შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ქედაში რეგისტრირებულ გადამხდელებს მოემსახურა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს  ადგილზე მოემსახურა. მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმეებს, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს

შემოსავლების სამსახურის  წარმომადგენლებმა გადამხდელებს პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia  წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს, ადგილზე მიიღოს ისეთი ელექტრონული სერვისები როგორიცააკონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის სხვადასხვა ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, ავტორიზაციის შემდგომ განაცხადების მიღებაასევე მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება/გაუქმება და .

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით, რათა გადასახადების გადამხდელებმა შეძლონდასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.