საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქარელის სამხრეთ-დასავლეთით სოფელი მუხილეთთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო.

მიწისქვეშა ბიძგები გორისა და ქარელის გარდა, შესამჩნევი იყო თბილისშიც. ჯერჯერობით უცნობია, მიწისძვრას მოჰყვა თუ არა ნგრევა ეპიცენტრის სიახლოვეს.