ახალი ამბები

ავთო ბილანიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

8 ივლისი, 2020 • 1221
ავთო ბილანიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

ავთანდილ ბილანიშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

გუშინ, 7 ივნისს, მთავარმა არხმა კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმე გურამ ამირხანაშვილს, მას შემდეგ, რაც ტოიოტა ქემრის მანქანით თბილისში ჩამოიყვანენ, ერთი უცნობი პირი ხვდება. მთავარი არხის ცნობით, შესაძლოა, ეს ადამიანი იყოს ავთანდილ ბილანიშვილი. ამ ბრალდებას უარყოფს ბილანიშვილის მეუღლე, რომელიც ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბილანიშვილს, რომელიც ბერა ივანიშვილის მეგობარია, ამ საქმესთან არავითარი შეხება არ აქვს და ტელეკომპანია შაქარაშვილების ოჯახის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

შსს-ში ამბობენ, რომ მათ ბილანიშვილი გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ცნობების საფუძველზე დაიბარეს და გამოკითხვაზე დაბარება არ ნიშნავს, რომ შსს-მ კადრებიდან მისი იდენტიფიცირება მოახდინა, რის თაობაზეც მათ მოუწოდა ნიკა გვარამიამ.

გაიგეთ მეტი

თეთრი ფურგონი და უცნობი პირი – ახალი გარემოებები შაქარაშვილის საქმეში

მასალების გადაბეჭდვის წესი