ცხინვალი აცხადებს, რომ მათთან ყველა კოვიდ-ინფიცირებული გამოჯანმრთელდა

ოსური მხარის ინფორმაციით, 6 ივლისს ცხინვალის მრავალპროფილურ საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში აღარ ჰყავთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები – “ყველა გამოჯანმრთელდა და აღარც ახალი შემთხვევები გამოვლენილა”.

სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ცხინვალის ცნობით, 5 მაისის შემდეგ კორონავირუსის სულ 85 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებლთა დიდი ნაწილი კი, ოფიციალური ინფორმაციითვე, რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტი იყო.

ქართული მხარე სკეპტიკურად უყურებს როგორც ცხინვალში, ასევე, სოხუმში წარმოებულ სტატისტიკას კორონავირუსის შესახებ.