ახალი ამბები

ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს

4 ივლისი, 2020 • 703
ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს

პოლიციამ ფოთში 2 ივლისს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამი ადამიანი დააკავა. მათ ბრალი განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

“უგონო მდგომაროებაში მყოფი [პირი] გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მალევე გარდაიცვალა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები”, – აღნიშნავს შსს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი