ახალი ამბები

გმირთა მოედანზე ავტოავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

2 ივლისი, 2020 • 705
გმირთა მოედანზე ავტოავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში, გმირთა მოედანზე, წუხელ, გვიან ღამით მომხდარ ავტოავარიას მოტოციკლის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლის მძღოლი შეეჯახა. ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი