ახალი ამბები

კალაძის თქმით, მეტროსადგურ “გოცირიძეს” რეაბილიტაცია ჩაუტარდება

1 ივლისი, 2020 • 2198
კალაძის თქმით, მეტროსადგურ “გოცირიძეს” რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს. მისივე თქმით, სამუშაოების ჩასატარებლად თბილისის მერიამ ტენდერის გზით კომპანია უკვე შეარჩია. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი და სადგური ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია. ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში სამუშაოები დაიწყება. მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის”, – თქვა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე, ბაქანს; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურეო ოთახები; განახლდება გახმოვანების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი