ახალი ამბები

შენგელიას ბასკონია ესპანეთის ჩემპიონი გახდა

1 ივლისი, 2020 • 1860
შენგელიას ბასკონია ესპანეთის ჩემპიონი გახდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდის, თორნიკე შენგელიას ბასკონია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ესპანეთი საკალათბურთო ჩემპიონატის თვალსაზრისით ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

ბასკონიამ ფინალში კატალონიური ბარსელონა 69-67-ით დაამარცხა. შენგელიამ ფინალში 14 ქულა ჩააგდო და 3 ქულით ჩამორჩა არგენტინელ ლუკა ვილდოზას, რომელმაც ბასკონიას 17 ქულა მოუტანა.

ბოლოს ბასკონია ესპანეთის ჩემპიონი 2010 წელს გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი