ახალი ამბები

ეს საკვანძო მომენტია მეტი პოლიტიკური პლურალიზმისთვის – ბორელი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

29 ივნისი, 2020 • 784
ეს საკვანძო მომენტია მეტი პოლიტიკური პლურალიზმისთვის – ბორელი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს საზოგადოებას პარლამენტის მიერ ახალი საარჩევნო სისტემის მხარდაჭერას ულოცავს. ის აღნიშნულ ნაბიჯს საკვანძო მომენტად აფასებს მეტი პლურალიზმისთვის.

“საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საკვანძო მომენტია უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის კუთხით, მომავალი არჩევნების ფონზე. გილოცავთ ყველას! ევროკავშირი კვლავ იდგება საქართველოს გვერდით შემდგომ საარჩევნო სამზადისში”, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 29 ივნისს, მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება. კანონპრეოქტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი