ახალი ამბები

ფრენები აღდგება მაშინ, როცა საჭირო იქნება – გახარია

26 ივნისი, 2020 • 2206
ფრენები აღდგება მაშინ, როცა საჭირო იქნება – გახარია

პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის გადავადების შესახებ. მისი თქმით, “როცა საჭირო იქნება”, ფრენები ბევრი მიმართულებით აღდგება.

ასე უპასუხა გახარიამ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას კითხვას, რომელიც დაინტერესდა, იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნები საზღვრებს პირველი ივლისიდან ხსნიან, მათ შორის მედიით გავრცელებული ცნობებით საქართველოსთვისაც, მთავრობამ საზღვრის კიდევ ერთი თვით ჩაკეტვის გადაწყვეტილება რატომ მიიღო:

“ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ერთადერთი მიზეზის გამო. ჯერ ერთი საქართველოში ფრენები ხორციელდება არა მხოლოდ ევროკავშირიდან. გარწმუნებთ, რომ ევროპის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი [აგვისტოდან] რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება. რომ გგონიათ რომ ვიღაც გაგვიბრაზდება რომ რეისები გადავავადეთ,[რეისების გადავადება] ყველასთან შეთანხმებული გვაქვს, მეგობრებო. თქვენ რომ არ შეგითანხმეთ, მაგაზე ნუ ღელავთ, რა! არავინ არ დაზარალდება. გერმანიის მიმართულებითაც იქნება ფრენები და ამსტერდამისაც… როცა იქნება საჭირო, მაშინ… როგორც კი ქვეყანას საზღვარს გაუხსნიან.”

გუშინ, 25 ივნისს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 31 ივლისამდე გადაიდო.

ამავე თემაზე

მაჭავარიანის თქმით, მთავრობას ამ ეტაპზე ფრენების აღდგენა არ უღირს

მასალების გადაბეჭდვის წესი