ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways” ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შესრულებს. 

სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიას საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა დღეს,  25 ივნისს მიანიჭა.

ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

 

ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

სააგენტოს ცნობით, ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.

25 ივნისს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რეგულარული ფრენები არა პირველ ივლისს, როგორც აქამდე იყო დაანონსებული, არამედ ივლისის ბოლოს აღდგება, თუმცა ზუსტი დეტალები ჯერ კვლავ უცნობია. 

ევრონიუსის წყაროს ცნობით, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში მოხვდა, რომლებსაც ევროკავშირი საზღვრებს, სავარაუდოდ, პირველი ივლისიდან გაუხსნის.