თურქეთსა და უკრაინას შორის ფრენების ნაწილი 1 ივლისიდან აღდგება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს, რომ პირველი ივლისიდან უკრაინასა და თურქეთს შორის ფრენების ნაწილი განახლდება.

„ვეთანხმები [თურქეთის] პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომ ეს ბიძგს მისცემს ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინებას“, – დაწერა ზელენსკიმ.

ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები მაისში განახლდა. ფრენები ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ერდოღანს ჰუმანიტარული დახმარებისათვის და დაწერა: „ჩვენ ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას უკრაინასა და თურქეთს შორის ყველა საერთო ინტერესის სფეროში“.

From July 1, some flights between #Ukraine and #Turkey will be resumed. I agree with @RTErdogan that it will give impetus to the recovery of the tourism industry. Thank you for humanitarian aid. We deepen the strategic partnership between ??and?? in all areas of common interests pic.twitter.com/vvrHjmLr5o

— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 24, 2020