მიმდინარე კვირაში გახარია პარლამენტში მივა

მიმდინარე კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მივა წლიური ანგარიშის წარსადგენად. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ბიუროს სხდომაზე.

მან საპარლამენტო კომიტეტებს სთხოვა ამ ანგარიშისთვის მომზადება.