ახალი ამბები

ერთ კვირაზე მეტია რუს მესაზღვრეებს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ქართველი მწყემსი ჰყავთ დაკავებული

22 ივნისი, 2020 • 878
ერთ კვირაზე მეტია რუს მესაზღვრეებს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ქართველი მწყემსი ჰყავთ დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებას ადასტურებს. მათივე ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქე 13 ივნისს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციითვე, მოქალაქის გათავისუფლების საკითხში ჩართულია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე, შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.

“მიმდინარე წლის 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დ. ვ. სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის კვეთის ბრალდებით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის ინიციდენტის დეტალების დასადგენად. პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემისის გადმოცემასთან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა”,-უთხრეს ნეტგაზეთს უწყებაში.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებული მწყემსი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მცხოვრებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი