ახალი ამბები

მოქალაქეებმა, რომელთაც გააძევეს გავრილოვი, დაამარცხეს პუტინის პროპაგანდა – დეკანოიძე

20 ივნისი, 2020 • 1909
მოქალაქეებმა, რომელთაც გააძევეს გავრილოვი, დაამარცხეს პუტინის პროპაგანდა – დეკანოიძე

“ჩემი ღრმა წარმოდგენით, შარშან, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა გააძევეს გავრილოვი,  თქვენი წყალობით დამარცხდა პუტინის პროპაგანდა”, – მიმართა პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ, გასული წლის 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, იმ ადამიანების მთავარი იდეა, ვინც აღნიშნულ მოძრაობაში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს, თავისუფლებაა.

“ამ ადამიანების დიდი იდეა არის თავისუფალი სამშობლო, თავისუფალი საქართველო, სადაც არ იქნება რუსული გავლენები, სადაც არ იქნება ოლიგარქიული მმართველობა… სადაც იქნება თავისუფალი სასამართლო, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, თვისობრივად სხვა დემოკრატია და სადაც თითოეულ ადამიანს ეცოდინება, რომ სახელმწიფო არის მის სამსახურში და არა ადამიანები არიან ოლიგარქის სამსახურში.

ამიტომ, ყველა ის მოქალაქე, ვინც აქ ვიდექით და განსაკუთრებით ისინი, ვინც სისხლი დაღვარა, ყველა ის, ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა თავისუფლებას იმსახურებს: ჩვენ ვართ ის მომავალი, რომელსაც საქართველო იმსახურებს და არა ბიძინა ივანიშვილი, რომლის ხელისუფლებას ატარებდა შარშან, იმის წინ, დღეს და მთელი ამ წლების მანძილზე რუსულ გავლენებს”, – აღნიშნა მან.

ხატია დეკანოიძის თქმით, “მთავარი ბრძოლა ოქტომბერშია”, საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც მოქალაქეებმა “საბოლოოდ უნდა უთხრან უარი ოლიგარქიულ მმართველობასა და რუსულ გავლენებს”.

ხვალ აქ უყრიან კენჭს იმას, რისთვისაც ერთი წელი ვიბრძოდით – დიღმელაშვილი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი