ახალი ამბები

საქართველოში COVID-19-ის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

20 ივნისი, 2020 • 776
საქართველოში COVID-19-ის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 11-ით გაიზარდა. მონაცემები ვებგვერდ stopvov.ge-ზე 20 ივნისის დილას აისახა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის 3 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, სხვადასხვა წყაროთი.

“ერთი არის სატვრითო ავტმანქნაის მძღოლი და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება. ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი; ერთი – ბოლნისი, ერთი კი – მარნეული”, – ამბობს ის.

20 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 898 შეთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელებულია 752 ადამიანი, 14 პირი კი გარდაცვლილია.

კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის, 2891 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 256.

მასალების გადაბეჭდვის წესი