ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც შრომის კოდექსში ცვლილებები შედის.

ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტში ისეთი თემებიც შედის, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება და სხვა.

კანონპროექტის მიხედვით,  დეკრეტული შვებულებით სარგებლობას მამებიც შეძლებენ. ასევე, 3 თვით განისაზღვრება ერთჯერადი უხელფასო სტაჟირების მაქსიმალური ვადა. ქალისა და კაცის თანაბარი შრომის ანაზღაურება კი ერთნაირად უნდა განისაზღვროს. ამასთან, კანონპროექტით იკრძალება ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება.

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება