სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 19 ათასამდე გაიზარდა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 18 698 -ია.  უკანასკნელ დღე-ღამეში კი, 665  შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას, დღევანდელი, 18 ივნისის მონაცემებით, 410 -მდე  გაიზარდა. ამასთან,  სომხეთი ცალკე აღრიცხავს [309] უშუალოდ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილებს და [101 ] – “კორონავირუსის ფონზე სხვა დაავადებებისგან გარდაცვლილებს”.