18 ივნისი: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ოფიციალურ საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

სულ საქართველოში კორონავირუსის 893 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 739 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.