საქართველო VS ბელარუსი 8 ოქტომბერს გაიმართება

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩი, საქართველო – ბელარუსი 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ეს მატჩი მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. გადაიდო თავად ევროპის ჩემპიონატიც.

ამ შეხვედრაში გამარჯვებულმა გუნდმა კიდევ ერთი თამაში უნდა მოიგოს [ჩრდ. მაკედონია-კოსოვოს წყვილის გამარჯვებულთან] და ამის შედეგად გავა ევროპის ჩემპიონატზე.