ახალი ამბები

ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში, მოზარდი დაიხრჩო

17 ივნისი, 2020 • 1373
ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში, მოზარდი დაიხრჩო

ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში, მოზარდი დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების თანახმად, დღეს, 17 ივნისს, “112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ მდინარეში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ და დაუყონებლივ სჭირდებოდათ მაშველების დახმარება. განცხადების მიხედვით, მაშველები ადგილზე მალევე მივიდნენ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი უკვე გაუჩინარებული დახვდათ.

“მაშველების მისვლისას 1 მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი, მდინარის ჩქარი დინების გამო, გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.  სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა,  სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი