მთავრობა 20 ივნისს თბილისის ჩაკეტვაზე ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს მთავრობა 20 ივნისისთვის თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს.

საქართველოს მთავრობის სტრატკომი აცხადებს, რომ ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება.

“სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას”, – აცხადებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური.