საზ.მაუწყებლის შენობა აუქციონზე იყიდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი კოსტავას გამზირზე მდებარე შენობას აუქციონზე ყიდის.

ქონების საწყისი ღირებულება 122 432 000 ლარია. თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე გასაყიდი მიწის ფართობი 33 209 კვ.მ შეადგენს, ხოლო შენობა-ნაგებობები 23 649 კვ.მ-ია. აუქციონის პირობების მიხედვით, შენობით სარგებლობას მყიდველი 2023 წლიდან შეძლებს, ანუ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდება და ტელევიაზია ამ შენობაში გადავა. ამას გარდა, მყიდველი თანხას შემდეგი პირობებით გადაიხდის:

პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა. მაუწყებლის თქმით, პირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში იქნება განთავსებული. არხმა მშენებლობის ნებართვა, ორწლიანი სამუშაოების ჩატარების შედეგად, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 28 მაისს მიიღო.

ტენდერის მიხედვით, მომსახურების სავარაუდო ღირებულება 46 755 039 ლარია, მშენებლობის ზედამხედველობისთვის საქართველოს პირველმა არხმა, ასევე ტენდერის მეშვეობით, დაიქირავა კომპანია „სიემსი“, რომელიც იქნება ჩართული პროექტის მართვაში.

პირველმა არხმა ახალი შენობის ასაშენებლად 47-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა