“მთავრობას მეტი ეკონომიის გაკეთება შეეძლო” – TI ანტიკრიზისულ ბიუჯეტს აფასებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის ანალიზს და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. “მსოფლიო ბანკი” საქართველოს ეკონომიკის 4.8%-იან კლებას პროგნოზირებს. რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიიჩნევს, რომ ეკონომიკის 4%-იანი კლება ოპტიმისტური მოლოდინია.

2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 3.9 მლრდ ლარით იზრდება და 18.4 მლრდ ლარს მიაღწევს. TI-საქართველოს შეფასებით, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ბიუჯეტის ნაწილი ხდება StopCoV ფონდში მობილიზებული 133.5 მლნ ლარი. ცალკე აღებული საგადასახადო შემოსავლები 1.5 მლრდ ლარით მცირდება, რაც ეკონომიკის შემცირებით და საგადასახადო შეღავათების დაწესებით არის განპირობებული.

“მოქმედ ბიუჯეტში 547 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდა. მთავრობას მეტი ეკონომიის გაკეთება შეეძლო. მსხვილი თანხები დაიზოგა მხოლოდ იმ პროგრამებიდან, რომელთა განხორციელება რეალურად პანდემიამ შეაფერხა და გამოყოფილი თანხების ათვისება ვეღარ მოხდებოდა”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

კერძოდ, დაზოგილი თანხების 83% მოდის სამ უწყებაზე: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე და თავდაცვის სამინისტროზე. სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც შრომის ანაზღაურების და საქონლის და მომსახურების შესყიდვების ხარჯებს მოიცავს, 115 მლნ ლარით (4%-ით) იზრდება და 3,065 მლნ ლარი იქნება. ცალკე აღებული შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 22 მლნ ლარით (1.4%-ით) მცირდება, მაგრამ 137 მლნ ლარით (10%-ით) იზრდება საქონლის და მომსახურების შეძენა, რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, კითხვებს აჩენს, რადგან ეს სწორედ იმ სახის ხარჯებია, სადაც მთავრობას მნიშვნელოვანი ეკონომია უნდა გაკეთებინა.

“მით უმეტეს, დისტანციურად მუშაობის რამდენიმეთვიან პერიოდში ტრანსპორტირების და საოფისე ხარჯები, ასევე სამივლინებო ხარჯები ავტომატურად იზოგებოდა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ 2019 წელს საქონლის და მომსახურების მუხლიდან 81 მლნ ლარი მივლინებებზე დაიხარჯა, 22.6 მლნ წარმომადგენლობითი ხარჯი, ხოლო 199 მლნ ლარი საოფისე ხარჯი იყო. ამავე მუხლიდან, 242 მლნ ლარი შტატგარეშედ დასაქმებულებზე დაიხარჯა. შტატგარეშედ დასაქმებულების ასეთი მაღალი ხარჯი ცალკე პრობლემას წარმოადგენს ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ნეპოტიზმის რისკების კუთხით”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

2020 წელს საქართველოს მთავრობა 8 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, რაც TI-საქართველოს თქმით, რეკორდული მაჩვენებელია.

“მთავრობა გეგმავს, დამატებით აღებული საშინაო ვალიდან 600 მლნ ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსოს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ბანკების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებაა. მთავრობა ცალსახად ითავსებს ეროვნული ბანკის ფუნქციას – მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველო”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეკომენდაციებია:

 

2020 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა