რუსეთის ყველა სკოლაში სახის ამომცნობ კამერებს დაამონტაჟებენ

რუსეთის ფედერაციის ყველა სკოლაში დაამონტაჟებენ კამერებს, რომლებსაც სახის ამოცნობის ფუნქცია ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ „ვედომოსტიზე“ დაყრდნობით „მედუზა“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ამჟამინდელი ინფორმაციით, კამერებს დაამონტაჟებენ როგორც სკოლების შიგნით, ასევე, გარეთ. ისინი დაკავშირებული იქნებიან პლატფორმა Orwell-თან (ვიდეოთვალთვალის სისტემა კომპიუტერული ხედვის შესაძლებლობით).

ამჟამად კამერები უკვე დამონტაჟებულია 12 რეგიონის 1 608 სკოლაში, მომავალში მათი დამონტაჟება კიდევ 43 ათას სკოლაში იგეგმება.

„ვედომოსტის“ ცნობით, პროექტზე 2 მილიარდი რუბლი (28 660 000 აშშ დოლარი) დაიხარჯება.