ახალი ამბები

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარია

15 ივნისი, 2020 •
ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარია

ვარკეთილში შერეული ტიპის ჯიხურები იწვის. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 15 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

უწყების თანახმად, დამატებითი ჯგუფები გზაში არიან. ცეცხლი ლიკვიდირებული ჯერ არ არის და ქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი