17 ათასს გადააჭარბა სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა

15 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 397 და გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 62 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 17064 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 285 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 6276 ადამიანი. ჩატარებულია 83600 ტესტირება.

June 15, 11:00 AM #COVID19 statistics in #Armenia:

Total cases: 17064
Recoveries: 6276
Deaths: 285
Deaths caused by other diseases: 94

For details: https://t.co/uL1d38ydfQ

— Ministry of Health (@MinHealth_Arm) June 15, 2020