ავსტრიელი პოლკოვნიკი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს

ავსტრიის შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი ავსტრიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და მოსკოვისთვის სამხედრო საიდუმლოების მიყიდვაში, იუწყება „გარდიანი“.

საუბარია 71 წლის კაცზე, რომლის პიროვნებასთან დაკავშირებითაც სხვა დეტალები უცნობია. სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბრალდების მხარე მას ედავებოდა 1992-1998 წლებში დაახლოებით 280 000 ევროს სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაციის რუსეთისთვის მიწოდებას. თავად ბრალდებული ბრალს უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ დაახლოებით 220 000 ევრო აქვს მიღებული.

ავსტრიელი გამომძიებლების ცნობით, პოლკოვნიკი რუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა იგორ ზაიცევმა გადაიბირა. ოფიციალურ ვენას უკვე აქვს გაცემული სანქცია მის დაპატიმრებაზე. რუსეთში უარყოფენ ზაიცევის ჩართულობას სადაზვერვო აქტივობებში.


ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ზოგი ქვეყნის სამხედრო ან სადაზვერვო უწყებების მაღალჩინოსნებს რუსეთის ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. აქამდე, უკრაინაში დააკავეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) გენერალი.

გარეკანის ფოტო: EPA