საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად 9-წევრიანი საპარლამენტო საკონკურსო კომისია შეიქმნა.
პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ წარადგინა.
მისი თქმით, კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი არიან მედიის, აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც არა მხოლოდ უმრავლესობის მხრიდან არიან ნდობით აღჭურვილი, არამედ სხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერაც.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
რაც შეეხება თავად ბორდს, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში მისი წევრების შერჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დაპირისპირება მინიმუმამდეა დაყვანილი და ბორდში უზრუნველყოფილია დაბალანსებული წარმომადგენლობა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა სამი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ათი კანდიდატი იბრძოლებს.