რესპუბლიკურის პერსონალის 4 წევრს COVID-19 დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, ახალი კორონავირუსი მათ 4 თანამშრომელს დაუდასტურდა. მისი თქმით, პერსონალის ინფიცირების პირველი შემთხვევა გუშინ, 10 ივნისს გამოვლინდა, დღეს კი დაავადება დამატებით 3 სამედიცინო მუშაკს დაუდგინდა.

კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიებაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს, რესპუბლიკურში კი პერსონალს ახალ კორონავისურზე ხელახლა ჩაუტარებენ კვლევას:

“სამედიცინო პერსონალიდან 4 პაციენტს დაუდასტრუდა COVID ინფექცია. პირველი გუშინ დადასტურდა, დღეს სამი დაემატა. წყაროს თქმა რთულია, პირველი, ვისაც დაუდასტურდა, კორიდორის დამლაგებელი იყო. პაციენტებთან შეხება არ ჰქონდა, მაგრამ საიდან მოვიდა, ამის ძებნა ჩვენთვის ძნელია. პერსონალი შემოწმებული იყო კორონავირუსზე და ნეგატიური შედეგები ჰქონდათ, ახლა თავიდან დავიწყებთ და გავტესტავთ” ,- ამბობს გოფოძე.