ბოსტონში კოლუმბის ქანდაკებას თავი მოაჭრეს [ვიდეო]

აშშ-ის ქალაქ ბოსტონში ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკებას თავი მოაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა, შემთხვევის ადგილი კი პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.

აშშ-ში საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება კოლუმბის პერსონასთან დაკავშირებით გამოწვეულია იმით, რომ იგი ჩართული იყო ამერიკის კონტინენტის მაშინდელი მოსახლეობის მონებად გაყიდვაში. ისინი ქვეყნის მასშტაბით კოლუმბის ძეგლების დემონტაჟს ითხოვენ.


ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ში კოლუმბის ძეგლი მომიტინგეებმა გაანადგურეს. მსგავსი შემთხვევა 10 ივნისს რიჩმონდშიც მოხდა, რის შესახებაც „ნეტგაზეთი“ წერდა:

აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით:

გარეკანის ფოტო: CBS-ის ბოსტონის განყოფილება