ლომისის სალოცავის ეზოში კაცი დაიღუპა

ლომისის სალოცავის ეზოში, სადაც ლომისობის დღესასწაულს აღნიშნავენ, კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვლა. შემთხვევა დღეს, 10 ივნისს მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, კაცს მაშველებმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხარის მიზეზი ამ ეტაპზე, უცნობია.