მივიღე გადაწყვეტილება “ლელოს” რიგებიდან გამოსვლის შესახებ – ლაშა ბაქრაძე

ისტორიკოსი და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ „ლელოს“ ტოვებს.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაქრაძე წერს, რომ არ აპირებს რაიმე განცხადება გააკეთოს იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელთანაც რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

„ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით. სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ – თავისუფლად და კონიუნქტურის გათვალისწინების გარეშე.

ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და “იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო” მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა, “ჩარევა სასურველია”. ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას“ ,- წერს ბაქრაძე.


რამდენიმე დღის წინ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველს“ ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს დროს,მამუკა ხაზარაძემ თქვა:

„ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული და თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება. ანუ ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. [მათი უფლებები] ირღვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი, ასე ვთქვათ, რაღაცა…“

მან ასევე განაცხადა, რომ ლგბტ პირებს შორის ქორწინების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ბავშვი დედამ და მამამ უნდა აღზარდოს.

ის, რაც ისედაც მათი იყო და დაკანონდა, პრობლემას ვერ ვხედავ – ხაზარაძე ეკლესიისთვის ტყის გადაცემაზე