საზმაუს ბორდის წევრობაზე 10 კანდიდატი დარეგისტრირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა სამი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ათი კანდიდატი იბრძოლებს.

საქართველოს პარლამენტმა 8 ივნისს გამოაქვეყნა სია იმ ადამიანებისა, ვინც საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ამ პოზიციაზე. პარლამენტმა მათგან სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს. ესენი არიან:

  1. ზაზა აბაშიძე — „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელი;
  2. თამარ ამაშუკელი — ხელოვნებათმცოდნე, „ტფილისის ჰამქრის“ წევრი;
  3. ნათია კაპანაძე — აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი; მას თანამდებობა იმპიჩმენტის შედეგად დაატოვებინეს;
  4. გრიგოლ (გია) მურღულია — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი
  5. ბონდო მძინარაშვილი — მედიაკავშირი „ობიექტივის“ წამყვანი;
  6. ოთარ შაორშაძე — ჟურნალისტი; ის 2013 წელსაც იღებდა ბორდის წევრობის კონკურსში მონაწილეობას;
  7. დოდო შონავა — ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების სამსახურის ყოფილი უფროსი;
  8. კონსტანტინე (კოტე) ჩლაიძე — რეჟისორი, პროდიუსერი; 2014 წელსაც იყო მეურვეობის კანდიდატი;
  9. ნინო ჭალაგანიძე –  თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი;
  10. ზაურ ხალილოვი — „სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი;

განახლება: თავდაპირველ ვერსიაში ზაზა აბაშიძის ფოტო და მის შესახებ ცნობები არაზუსტად იყო მითითებული. საუბარია „მართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელზე და არა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორზე, როგორც ეს თავდაპირველ ვერსიაში ეწერა.