ბათუმში, სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მშენებარე ობიექტიდან მუშაო გადმოვარდა და დაიღუპა. შსს-ს ცნობითვე, გარდაცვლილი ახარგაზრდა კაცია. უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.