გალის კლინიკის მთავარი ექიმი დააჯარიმეს მეტადონის უკანონო მოხმარების ბრალდებით

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ნარკოტიკული საშუალება მეტადონის უკანონო მოხმარების ბრალდებით დააჯარიმეს.

5 ივნისს, გვიან საღამოს გავრცელებული ცნობით, გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, გიორგი შონია, 42,000 რუბლით (დაახლოებით 1,800 ლარით) დაჯარიმდა.

განცხადებაში არ არის მითითებული, შეუჩერდა თუ არა მას სამედიცინო საქმიანობის უფლება.