ახალი ამბები

სამების საკათედრო ტაძარს დავალიანების გამო გაზის მიწოდება შეუწყვიტეს

5 ივნისი, 2020 • 2540
სამების საკათედრო ტაძარს დავალიანების გამო გაზის მიწოდება შეუწყვიტეს

სამების საკათედრო ტაძარს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ტვ პირველი” ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიასთან საუბარში მამა იოანე მჭედლიშვილმა განმარტა, 3 წლის განმავლობაში ტაძარს დავალიანება, დაახლოებით 250 ათასი ლარი დაუგროვდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში გაზის მიმზოდებელი კომპანია მათ შეღავათს უკეთებდა:

“რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს გაზი. დავალიანება გვქონდა და ჩაჭრეს. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გროვდება ეს თანხა. ჩვენ კომპანიის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან ძალიან ბევრჯერ გაგვითვალისწინეს და გაზი არ შეგვიწყვიტეს. მონასტერს არასდროს არ ჰქონდა ეს თანხა, რომ გადაეხადა. რამდენიმეჯერ იყო გაფრთხილება და რა ქნას იმ კომპანიამაც, ყოველთვის გვერდში გვედგა და რაღაც მომენტში გადაწყვიტეს ასე”, – განაცხადა მამა იოანე მჭდელიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი