ლარი დოლართან 3.6 თეთრით გამყარდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 3.6 თეთრით გამყარდა, შედეგად ხვალ, 4 ივნისს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.04 ლარი იქნება. საქართველოს ეროვნული ვალუტა 2.8 თეთრით ევროსთანაც გამყარდა და ერთი ევრო ოფიციალური კურსი 3.41 ლარი გახდა.