ახალი ამბები

3 ივნისი: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 გამოჯანმრთელდა

3 ივნისი, 2020 • 869
3 ივნისი: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

აგრეთვე, გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან გარდაიცვალა მე-13 ადამიანი — 76 წლის პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 800 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13.

მასალების გადაბეჭდვის წესი