კორონავირუსით მე-13 პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 76 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს.

როგორც გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, პაციენტს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. ის იმყოფებოდა ხელოვნურ ვენტილაციაზე. გამყრელიძის თქმით, პაციენტი ე.წ. მუშრევანის კლასტერიდან იყო.

ამ დროის მონაცემებით საქარველოში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 13 ადამიანია გარდაცვლილი.