თბილისში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ გარეუბანში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

სამინისტროს ცნობით გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.