2 ივნისი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდანაა.

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 796 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, გარდაიცვალა 12.