თბილისში გაზგასამართი სადგური აფეთქდა

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგური აფეთქდა. შემთხვევა დღეს, პირველ ივნისს, საღამოს საათებში მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა.

“ადგილზე იმყოფება 5 ჯგუფი, ცეცხლი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკიდაციო სამუშაოები”, – აღნიშნავენ უწყებაში.

მომხდარის მიზეზები დაზუსტებული არ არის.