ახალი ამბები

თურქეთში ქალაქებს შორის მოძრაობა აღდგა

1 ივნისი, 2020 • 1079
თურქეთში ქალაქებს შორის მოძრაობა აღდგა

თითქმის 3-თვიანი შეზღუდვის შემდეგ თურქეთის ქალაქებს შორის მიმოსვლა აღდგა. ამის შესახებ თურქული გამოცემები წერენ. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩოც თურქეთში.

“პირველი ივნისიდან აღდგა საქალაქთაშორისო მიმოსვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გადაადგილებისთვის მოქალაქეებს აღარ ესაჭიროებათ მგზავრობის ნებართვა”, – წერს უწყება.

შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაახლებენ კაფეები, რესტორნები, პარკები და სპორტული დარბაზები.  ქვეყანაში ასევე იხსნება მუზეუმები და პლაჟები.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. მათ შორისაა შეზღუდვა თავისუფლად გადაადგილებაზე 65 წელს ზემოთ და 18 წლამდე პირებისთვის.

COVID-19-ით თურქეთში 4500-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 160 ათასზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი